ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქება მოხდა


ავღანეთში აფეთქება მოხდა
ავღანეთში აფეთქება მოხდა

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოდასავლეთში, ფარიაბის პროვინციის ბაზრის ტერიტორიაზე.

ოფიციალური ცნობებით, დღევანდელი აფეთქება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის ლიკვიდირებას ისახავდა მიზნად. იგი ინციდენტის შედეგად დაშავდა, სხვა 21 ადამიანთან ერთად.

დამოუკიდებელ ინციდენტში ნატოს ინფორმაციით მოკლულია ნატოს სამი მოსამსახურე.

თავდამსხმელის აფეთქების შედეგად, ავღანეთის სამხრეთში კოალიციის ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩრდილოეთში კი მესამე ჯარისკაცი ემსხვერპლა ბომბის აფეთქებას.

2010 წელის ყველაზე სისიხლიანი აღმოჩნდა უცხოური ძალებისთვის ავღანეთში, სადაც 615 ჯარისკაცია დაღუპული 1 იანვრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG