ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპოლმა სპეც-ოპერაციის დროს 2 ტონა კოკაინი ამოიღო


ევროპის პოლიციამ კოორდინირებული რეიდის დროს 52 ქვეყნიდან 314 ადამიანი დააკავა. ისინი ადამიანებით ტრეფიკინგის რამდენიმე საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინაცია ჰააგაში მდებარე ევროპოლის სათაო ოფისიდან რეალურ დროში ხდებოდა.

ევროპოლის 16 სპეციალისტი რამდენიმე ხნის წინ მსოფლიოს მასშტაბით იქნენ გაგზავნილი რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ისინი გამოძიებას აწარმოებდნენ, ნათქვამია ევროპოლის განცხადებაში.

ოპერაციის შედეგად დაიშალა ამჟამად მოქმედი ზოგიერთი ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც არალეგალურ მიგრაციაში, ადამიანებითა და ნარკოტიკებით ტრეფიკინგსა და კიბერ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი.

ოპერაციის შედეგად, პოლიციამ გამოავლინა 500-ზე მეტი ტრეფიკინგის მსხვერპლის ვინაობა, აღკვეთა 745 არალეგალი მიგრანტის გადაადგილება, ჩხრეკის ადგილიდან კი ამოიღო 2 ტონა კოკაინი და 180 ათასი ევრო.

XS
SM
MD
LG