ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოწვევებით სავსე წლის ბოლო კვარტალი ევროკავშირში


ევროპის კავშირი მომდევნო კვირაში აგვისტოს ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, მუშაობას ისევ განაახლებს. 27-წევრიანი ბლოკი დიდ ბრიტანეთთან ე.წ. გაყრის პროცედურის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

2016 წლის ბოლო კვარტალში ევროკავშირის ლიდერებს შორის საუბარი შიდა და საგარეო საზღვრების განმტკიცებაზე, მზარდ ტერორიზმზე, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაზე და ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემებზეც გაიმართება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 16 სექტემბრის შეხვედრა ბრატისლავაში, სადაც წევრი სახელმწიფოები ევროპის კავშირის მომავალზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG