ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში ჯარისკაცის მკვლელებს ასამართლებენ


მკვლელობაში ეჭვმიტანილ 2 ადამიანთან ერთად დაპატიმრებულია 3 პირი, რომელთაც კონსპირაციაში მონაწილეობა ბრალდებათ

დღეს ლონდონის სასამართლოში ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორივე მუსლიმი მოქალაქე გამოცხადდა. 28 წლის მაიკლ ადებოლაჯო პირველად წარსდგა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მას შაბათს ლი რიგბის მკვლელობაში და ორ პოლიციელზე თავდასხმაში წაუყენეს ბრალი. 25 წლის დაღუპული ჯარისკაცი ბრიტანეთის არმიის ვეტერანია და ავღანეთის კამპანიაში მონაწილეობდა.

ადებოლაჯო დაკავების მომენტში მიყენებული ჭრილობის გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა და პარასკევს გამოწერეს. მეორე ეჭვმიტანილი, 22 წლის მაიკლ ადებოვალიც საავადმყოფოდან გასულ კვირას გამოვიდა. ისინი აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ მუსლიმთა მასობრივი მკვლელობის გამო შურისძიება იყო. საქმესთან დაკავშირებით კიდევ 3 ადამიანია დაპატიმრებული, რომელთაც ბრალად კონსპირაციაში მონაწილეობა ედებათ.
XS
SM
MD
LG