ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონის განცხადება


ორი ქვეყნის ლიდერი დღეს მოლაპარაკებას პაკისტანის პრემიერ-მინისტრ რაჯა პერვეზ აშრაფთანაც აწარმოებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი თალიბების მისამართით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, თალიბებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ ავღანეთში უსაფრთხოების პასუხისმგებლობის გადაცემა ისე მოხდება, რომ ავღანური ძალები ნებისმიერი შეტევის მოგერიებას შეძლებენ.

განცხადება დღეს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ქაბულში შემდგარი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. პრემიერი კამერონი ავღანეთს უსაფრთხოების საქმეში პარტნიორობას 2014 წელს 9 500 ბრიტანელი ჯარისკაცისგან შემდგარი სამხედრო შენაერთების ქვეყნიდან გაყვანის შემდეგაც პირდება. ორი ქვეყნის ლიდერი დღეს მოლაპარაკებას პაკისტანის პრემიერ-მინისტრ რაჯა პერვეზ აშრაფთანაც აწარმოებს.
XS
SM
MD
LG