ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში გრძელდება არნახული ყინვები


ევროპაში გრძელდება არნახული ყინვები

ევროპაში გრძელდება არნახული ყინვები, რამაც ამ კვირაში 123 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ტემპერატურა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ცელსიუსით მინუს 32 გრადუსს აღწევს.

უკრაინის ხელისუფლებამ პარასკევს კიდევ 38 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით დაზარალებულთა უმრავლესობა უსახლკარონი არიან, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს ძლიერი ყინვებით გამოწვეული ჰიპოთერმიის გამო.

მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სერბეთშიც, სადაც დიდთოვლობამ ათასობით სოფელი მოწყვიტა გარესამყაროს.

XS
SM
MD
LG