ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა თურქეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებას მიესალმება


რუსეთ-თურქეთის შეთანმხებას ევროპა მიესალმება. განცხადებები დღეს ხორვატიაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს. შეხვედრაზე სწორედ იდლიბში არსებული ვითარება იყო განხილული.

ევროპის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დეტალურად იმსჯელეს, სირიაში არსებულ ვითარებაზე და განიხილეს ყველა რისკი. არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ფრენებისთვის იდლიბის საჰაერო სივრცე აღარ იქნას გამოყენებული. საბოლოო გადაწყვეტილებაზე ევროპელი მინისტრები უახლოეს პერიოდში უნდა შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეთანხმებას 6 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. მოლაპარაკებები რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის მოსკოვში გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG