ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში სერბეთის და კოსოვოს პრემიერები შეხვდნენ


მხარეები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, რაც ბალკანეთში დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა საკითხებში ქეთრინ ეშტონი სერბეთისა და კოსოვოს პრემიერ მინისტრებს შეხვდა. მხარეები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს რაც ბალკანეთში დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება.
შეხვედრა ბრიუსელში შედგა და ევროკავშირის შუამდგომლობით მიმდინარეობდა.

ქალბატონი ეშტონის განცხადებით, შეხვედრა "პოზიტიური და კონსტრუქციული" იყო. მთავარი მიზანი მისი თქმით ამ ქვეყნების მოსახლეობის არსებობის პირობების გაუმჯობესებას წარმოადგენს, რაც დაეხმარება სერბეთსა და კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაში. მხარეები კვლვ შეიკრიბებიან უახლოეს მომავალში.
XS
SM
MD
LG