ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში კადაფის ანგარიშებს ყინავენ


ევროპაში კადაფის ანგარიშებს ყინავენ

საერთაშორისო თანამეგობრობა ლიბიის ლიდერზე მუამარ კადაფიზე ზეწოლას აძლიერებს. დღეს ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, ვინც თანახმაა გაყინოს მუამარ კადაფის ანგარიშები. ავსტრიის ბანკებში ლიბიის დეპოზიტზე 1.6 მილიარდი დოლარი ინახება. ასევე, გერმანის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ მათ ყადაღა დაადეს კადაფის ერთერთი შვილის საბანკო ანგარიშს, სადაც 2,8 მილიონი დოლარი ინახება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კი განაცხადა, რომ ლონდონი მუშაობს გეგმაზე, რომლის თანახმადაც ლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდება. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა ფრანსუა ბარონმა კი მსოფლიოს ლიბიაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG