ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საშობაო სეზონი პარიზში


საშობაო სეზონი პარიზში
საშობაო სეზონი პარიზში

სახელგანთქმული „გალერი ლაფაეტის“ ვიტრინებთან ხალხმრავლობაა. პარიზის ცენტრალურ უბანში მდებარე ცნობილი სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია „მოდების დედაქალაქში“. გამვლელთა უმეტესობას მაღაზიის ჩანთები უჭირავს. როგორც ჩანს საშობაო საჩუქრების ყიდვა პარიზელებმა უკვე დაიწყეს. 35 წლის ალექსანდრა დე ბრიტო იმ რამდენიმე გამვლელთაგანია, რომელთაც ხელში არაფერი აქვს.

“ჯერ არაფრის ყიდვას არ ვაპირებ, იმის მიუხედავად, რომ არც თუ ისე ცუდი ხელფასი მაქვს“ - ამბობს ის. მხოლოდ კარგ საშობაო სუფრას მოვაწყობ ჩემი ოჯახისთვის და საჩუქრებს კი შობის შემდეგ ვიყიდი, როცა ყველაფერი ფასდაკლებით იქნება. მიზეზი მარტივია, „ყველაფერი უზომოდ გაძვირდა, ყველაფრის ფასმა მოიმატა, მარტო ჩვენი ხელფასები არ გაზრდილა“ - აღნიშნავს პარიზელი ქალბატონი.

დე ბრიტოს მაგვარად ხარჯების შემცირებას ევროპის თითქმის ყველა რეგიონში ცდილობენ. ზოგიერთ ქვეყანაში, ისეთში, როგორიც პორტუგალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ადგილობრივმა მმართველებმა საშობაო ბიუჯეტებიც შეამცირეს და ქალაქში განათებების და საახალწლო მორთულობების რაოდენობა შეზღუდეს.

თუმცა, საფრანგეთში ეს მაინც ნაკლებად იგრძნობა. გასულ კვირას ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და ბიუჯეტის შემცირება გააპროტესტა. მათ შორის იყო 25 წლის სტუდენტი პიერ დუბოვაცკი.

მომავლის მეშინია. საარსებოდ ფული არ მყოფნის. ამ შობასაც ხელმოჭერილად ვხვდებით. ჩემი ოჯახი სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს. საჩუქრები წელს არ გვექნება. ისიც დიდი შეღავათია, რომ ერთად შევიკრიბებით“ - ამბობს ის.

„გალერი ლაფაეტთან “ ტროტუარზე მდგომი წყვილიც ხელცარიელი ჩანს. „არც ჩვენ ვაპირებთ რაიმეს შეძენას, მაგრამ ისეთი სილამაზეა, უბრალოდ გვინდა დავათვალიეროთ და ვისიამოვნოთ. თან პირველად ვართ პარიზში“, ამბობენ ისინი.

შანზ-ელიზეს გამზირზე სადღესასწაულო დეკორაციები მართლაც იშვიათი გემოვნებით არის შერჩეული. ხალხი ცდილობს გული არ გაიტეხოს და მაინც იზეიმოს.

XS
SM
MD
LG