ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ


ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ
ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში 2012 წლის პირველ სამიტზე შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზანი საბიუჯეტო დეფიციტის კონტროლი და კონტინენტზე ფინანსური კრიზისის მართვის სამომავლო გეგმის განხილვაა.

„პოლიტიკურ ლიდერებთან ფინანსური სტაბილურობის მიღწევის საკითხებში სრული თანხმობა გვაქვს“ - აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ლუკას პაპადემოსი.

ევროკავშირის სამიტი ემთხვევა საბერძნეთისთვის ახალი 169 მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანშის გადარიცხვის განხილვებს და საყოველთაო-სახალხო გაფიცვას ბელგიაში, რომელმაც ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია. ბელგიელები მკაცრ საბიუჯეტო შეზღუდვებს აპროტესტებენ.

ბრიუსელის სამიტზე ევროზონის ლიდერები ფინანსური სტიმულირების მუდმივმოქმედი ფონდის შექმნას მოაწერენ ხელს. 661-მილიარდიანი ფონდი, რომელსაც სახელად ევროპული სტაბილურობის მექანიზმი დაარქვეს, ივლისში ამოქმედდება.

შეხვედრაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემატიკაზეც გამახვილდება ყურადღება.

XS
SM
MD
LG