ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რევოლუციური ხელშეკრულება


შეერთებული შტატები და ევროკავშირი ივნისში მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე იწყებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
პრეზიდენტმა ობამამ ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსების და მისი მნიშვნელობის შესახებ თავის ყოველწლიურ ეროვნულ მიმართვაში ისაუბრა.

„ტრანსატლანტიკური ვაჭრობა, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ამერიკის მილიონობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შეუწყობს ხელს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ შეთავაზება სწრაფად მოიწონა და აღნიშნა, რომ ამერიკასთან ფართომასშტაბიანი ხელშეკრულების დადება ევროპის შენელებულ ეკონომიკას დიდ შეღავათს მისცემს.


ჩვენი ანგარიშით, როგორც კი ხელშეკრულება ძალაში შევა, ევროპის ქვეყნებში ერთიანი შიდა პროდუქტი ნახევარი პროცენტით მოიმატებს, რაც ყოველწლიურად ათობით მილიარდ ევროს და ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს“ - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ხელშეკრულება, როგორც ჩანს, ორივე მხარეს აწყობს და ორივესთვის მომგებიანია. თუმცა, შერონ ბეროუ საერთაშორისო სავაჭრო კავშირის კონფედერაციიდან შიშობს, რომ მხოლოდ ეკონომიკურ მოგებაზე დაფუძნებულმა შეთანხმებამ შესაძლოა ატლანტიკური ოკეანის ორივე მხარეს მდებარე ქვეყნებში რიგითი თანამშრომლები დააზარალოს.

ჯერჯერობით ეს კოლაბორაციული მოლაპარაკება კარგად ჟღერს და ის გაამართლებს, თუკი მთავარი ღირებულება მოგების გადანაწილება და კოლექტიური გარიგებები გახდება. დისტრიბუციის ეფექტი ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება“ - აცხადებს ანალიტიკოსი. საფრთხეს კი იმაში ხედავს, რომ პროდუქციის წარმოებამ შესაძლოა ისეთ ტერიტორიებზე გადაინაცვლოს, სადაც მუშახელი ბევრად იაფია.

დანიელ აიკენსონი კატოს ინსტიტუტის სავაჭრო ექსპერტია და თვლის, რომ ამერიკისთვის ეს პრობლემა არ იქნება.


ევროპის მშრომელთა სტანდარტი ამერიკულზე მაღალია, ამიტომ არა მგონია, რომ ამერიკელი მუშა-მოსამსახურეები ხელშეკრულების წინააღმდეგ წავიდნენ“ - ამბობს ის და დასძენს, რომ უმჯობესია მხარეებმა კონცენტრირება ტექნიკურ და მარეგულირებელ სტანდარტებზე გააკეთონ.

„თუკი მაგალითად სარეცხ მანქანას ამერიკაში გამოუშვებ, მისი შნურის სიგრძე სამი ფუტი უნდა იყოს, ევროპაში კი - მეტრი, რაც ამერიკულ სტანდარტზე ცოტა მეტია“ - ამბობს აიკენსონი.

სავაჭრო ტარიფები ამერიკას და ევროპას შორის ისედაც დაბალია. ამიტომ, სპეციალისტების აზრით მთავარი დაბრკოლება შესაძლოა სუბსიდიები გახდეს. საუბარია სამთავრობო დახმარებებზე, რომელიც მაგალითად ფერმერებისთვის, ან საავიაციო წარმოებისთვის მათი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გამოიყოფა.

ყველა პრობლემა დადებითად რომც გადაწყდეს, შერონ ბეროუ ამბობს, რომ ვაჭრობის ზრდა გლობალური ეკონომიკისთვის გამოსავალს არ წარმოადგენს.


ეს ეკონომიკა ძველ რელსებზე გლობალურ კონტექსტში ვერასოდეს დაბრუნდება, თუკი მშრომელთა უფლებებზე იერიშს არ შევაჩერებთ. ხელფასების მომატება აუცილებელია, რათა მოთხოვნა დასტაბილურდეს და მათ შემოსავლით ცხოვრება შეძლონ“ - აცხადებს სპეციალისტი.

შეერთებულ შტატებს და ევროპას შორის ვაჭრობა მსოფლიო წარმოების თითქმის ნახევარს შეადგენს. ანალიტიკოსების აზრით ზოგადად მათ შორის ვაჭრობის ზრდა პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს და ჩინეთის მზარდ წარმოებას დააბალანსებს.
XS
SM
MD
LG