ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფალი ვაჭრობა ტრანსატლანტიკურ სივრცეში


შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება შესაძლოა ორ წელიწადში გაფორმდეს

ევროკავშირის ლიდერები პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას მიესალმებიან, რომელიც ტრანსატლანტიკურ თავისუფალ ვაჭრობას შეეხება. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნული იდეა კონგრესში გამოსვლისას ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში გაახმოვანა. თუმცა, შეთანხმების გაფორმებას შესაძლოა წლები დასჭირდეს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ სატურო არკვევდა.
პრეზიდენტმა ობამამ თავის ერთსაათიან გამოსვლაში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის იდეას 15 წამი დაუთმო.
„დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რადგანაც ეს მილიონობით კარგად ანაზღაურებადი ამერიკული სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
ოფიციალური მოლაპარაკების დაწყება ივნისშია დაგეგმილი. ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ განაცხადა ამ იდეის განხორციელებით მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი.
„მსოფლიოს ორ დიდ ეკონომიკას შორის მიღწეული შეთანხმება თამაშის წესებს შეცვლის. ჩვენ ერთად შევქმნით ყველაზე დიდ თავისუფალ სავაჭრო ზონას მსოფლიოში,“ - განაცხადა ბაროსომ.
ევროკომისიის მხრიდან სავაჭრო საკითხებში წარმომადგენელი კარლ დე გუხტი აცხადებს, რომ შეთანხმების გაფორმების მიღწევა უახლოეს ორ წელიწადში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, მოლაპარაკების პირველი თემა ტარიფების შემცირებას შეეხება.
ფრედ ირვინი გერმანიაში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ ევროპის მთავრობებს თავისუფალი ვაჭრობის ჰაფომება უკვე 30 წელია სურთ.
„ბიზნესურთიერთობები ამერიკას და ევროკავშირის შორის ამ მომენტში ძალიან პოზიტიურია. პრეზიდენტ ობამას ინიციატივა შეამცირებს ხარჯებს, რადგან გაუქმდება ტარიფები და ორ რეგიონს შორის ვაჭრობა წახალისდება,“ - აცხადებს ირვინი.
თუმცა, არსებობს სკეპტიციმზის საფუძველიც. ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფართოებით ამერიკელ ფერმერებს ევროპის ბაზარზე შესვლის საშუალება უნდა მიეცეთ. ასევე, ამით არ უნდა შესუსტედს ამერიკაში მოქმედი მარეგულირებელი სტანდარტები და დაცული უნდა იყოს ინტელექტუალურ საკუთრებაზე არსებული უფლებები.
ამან კი შესაძლოა წარმოშვას უთანხმოება, რადგან ევროპელი ფრემერები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე არსებულ მკაცრ სავაჭრო შეზღუდვებზე ტრადიციულად ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ
XS
SM
MD
LG