ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ფინანსურ პირამიდასთან დაკავშირებით დაკითხეს


დონალდ ტუსკი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაკითხეს. მას პოლონეთში ფინანსური პირამიდის შესახებ მიმდინარე საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში დაუსვეს შეკითხვები. თაღლითობის საქმე 2012 წელს უკავშირდება, როდესაც ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო.

პროკურატურის მტკიცებით, იმ ფინანსური პირამიდის ფარგლებში, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტს Amber Gold უკავშირდებოდა, დაახლოებით 20 000-მა ინვესტორმა 225 მილიონი დოლარი დაკარგა. გამოძიების ვერსიით, ხელისუფლებამ არ გაატარა საკმარისი და საჭირო ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს სქემა თავიდანვე აღეკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამაფრთხილებელი ნიშნები არსებობდა. ტუსკის ვაჟს მიჰალ ტუსკსაც აქვს კავშირი კომპანიასთან Amber Gold.

კრიტიკოსების თქმით, პოლონეთის მთავრობა გამოძიებას ტუსკის დისკრედიტებისთვის იყენებს, რადგან ის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG