ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ახალი კანონი კრიტიკის საგანი ხდება


კეტრინ ეშტონი შეშფოთებას გამოთქვამს ღალატის შესახებ რუსეთის ახალი კანონის გამო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფოს ღალატის შესახებ რუსეთის ახალი კანონის გამო. ეშტონის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ახალი კანონი პროკურორებს ძალაუფლებას გაუზრდის და მტკიცებულებების სიმწირის ფონზე ღალატის და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება გაიოლდება."

ამჟამად, კანონის თანახმად სახელმწიფოს ღალატში იგულისხმება ჯაშუშობა სხვა ქვეყნის სასარგებლოდ და რუსეთის საზიანოდ. ახალი კანონით კი ბრალდება შეიძლება წაეყენოთ იმ პირებს, რომლებსაც "რუსეთის კონსტიტუციის, სუვერენიტეტის და ერთიანობის წინააღმდეგ" მოქმედებაში ამხელენ. ღალატად ითვლება ასევე სხვა ქვეყნის მთავრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და რჩევით დახმარება.

XS
SM
MD
LG