ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ევროკავშირს ალბათ შეთანხმების გარეშე დატოვებს - მაიკლ ბარნიერი


მაიკლ ბარნიერი
მაიკლ ბარნიერმა - ევროპის კავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის საკითხებში - დღეს განაცხადა, რომ ლონდონი კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროკავშირის დატოვების დღეს და ეს სავარაუდოდ, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მოხდება. ბრიუსელში გამოსვლისას, ბერნიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება, თუმცა ბრიტანეთს დიდი არჩევანი აღარ აქვს, რათა ბლოკი "წესის და რიგის მიხედვით" დატოვოს.

ევროკავშირთან ბრექსიტზე შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრაზე სამჯერ დააყენეს და ის სამჯერვე ჩავარდა. მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შეთანხმებას განსახილველად მეოთხედაც გაიტანს. ტერეზა მეი კაბინეტის წევრებთან დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ აიცილონ თავიდან ბრექსიტთან დაკავშირებული მოსალოდნელი ქაოსი.

ევროპის კავშირმა ბლოკის დატოვების ვადა, რომელიც თავიდან 29 მარტს იყო ჩანიშნული ერთხელ უკვე გადაავადა. ტერეზა მეის 12 აპრილამდე კიდევ აქვს შანსი პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვოს და ევროკავშირის ხელშეკრულების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებული ქაოსი თავიდან აიცილოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG