ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატია ევროკავშირის ოცდამერვე წევრი ხდება


ხორვატები ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი აღტაცებით არ ხვდებიან

1 ივლისს ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდება, რითაც ევროგაერთიანებაში შესასვლელად მოგზაურობის დიდ გზას დაასრულებს, რაც მნიშვნელოვანი შემოტრიალება იქნება ქვეყნისთვის, რომელიც 1990 წელს იუგოსლავიისგან გამოყოფის შემდეგ ომის და დაპირისპირების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა. თუმცა როგორც, ჰენრი რიჯველი მოგვითხრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტს დიდი აღტაცებით არ ხვდება.

ბრუსელში ფოიერვერკები უკვე მზად არის 1ივლისის საზეიმო ღონისძიებისთვის, როდესაც ხორვატიის სახელმწიფო დროშა იმ 27 ქვეყნის დროშებს შეუერთდება, რომლებიც ევროპის გულს წარმოადგენენ.

როგორ შეიძლება ამის შემდეგ შეიცვალოს ხორვატიის ცხოვრება? ლონდონის პოლიტიკური მეცნიერების და ეკონომიკის სკოლის წარმომადგენელი ჯეიმს კერ-ლინდსი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

ჯეიმს კერ-ლინდსი: ყოველდღიურობაში უამრავი რამ შეიცვლება , თუ გსურთ, მაგალითისთვის - კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესით იყო გათვალისწინებული. და რაც მთავარია, შეგრძნება რომელიც ევროკავშირში ყოფნით არის გამოწვეული, რომ ხარ ამ კლუბის წევრი, გაქვს ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება.

ხორვატიისთვის ევროკავშირის სრული წევრობა ნიშნავს, რომ მას შეეძლება დამატებითი გადასახადების გარეშე მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებში. ხორვატიის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ნადან ვიდოსევიჩის განცხადებით, მისი ქვეყანა ევროკავშირს ღია თვალებით უერთდება.

ნადან ვიდოსევიჩი: ცივ წყალში გადავხტებით და ცურვას დავიწყებთ. მაინც გადავხტებით ამ წყალში, რადგან ვიცით, რომ საბოლოოდ ეს სასარგებლო იქნება. სარგებელი კი ხორვატიის მოსახლეობისთვის კეთილდღეობის მოტანას გულისმოხბს.

თუმცა გამოკითხვების თანახმად, ევროპის ხუთწლიანი ეკონომიკური კრიზისის გამო ხორვატიის მოსახლეობა ევროკავშირში გაერთიანებას დიდი აღტაცებით არ ხვდება. ამის შესახებ ჯეიმს კერ-ლინდსი საუბრობს.

ჯეიმს კერ-ლინდსი: გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპული ინსტიტუციების მიმართ ხორვატების ნდობა იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში ოდესმე ყოფილა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია.

ხორვატია მტკიცედ უძლებს თავის ეკონომიკურ კრიზისს. სახელმწიფო ვალი იზრდება და ორმა სარეიტინგო სააგენტომ სახელმწიფო ობლიგაციები არასასურველ სტატუსზე დაიყვანეს. მიმდინარე წელს ევროკავშირმა ხორვატიისთვის 855 მილიონი დოლარის სუბსიდირება უკვე განახორციელა.

ვიდრე ხორვატია ევროკავშირის ქვეყნების ბაზრების ათვისებას შეეცდება, უკუჩვენებებიც მოსალოდნელია, და როგორც ბევრი ანალიტიკოსი აცხადებს, ბევრ უკონკურენტო ბიზნესს სერიოზული გამოცდა მოუწევს.

ევროპული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი კორინა სტრატულატი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.

კორინა სტრატულატი: ევროკავშირში ათ-წლიანი გაწევრიანების პროცესში ჩვენ საკმაოდ ბევრს ვმუშაობდით და საბოლოოდ წევრობა უკვე იმას ნიშნავს, რომ უფრო მძიმე სამუშაოების ჩატარება წინ გვაქვს.

ევროკავშირის ფონდები მზად არიან ხორვატიის ომის მემკვიდრეობის აღსადგენად. გამოყოფილია თანხა დუბროვნიკისთვის.

1991 წელს ქალაქი იუგოსლავიის არმიის და ფლოტილიის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. მომდევნო წლებში ხორვატია და მისი მეზობელი ქვეყნები ბალკანეთის ომმა გაანადგურა. ჯეიმს კერ-ლინდსი იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

ჯეიმს კერ-ლინდსი: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი ამბობდა და ბევრი შეშფოთდა კიდეც, როდესაც გასულ წელს ევროკავშირმა ნობელის პრემია მიიღო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს სრულიად მიუღებელი იყო, რადგან ევროკავშირმა არ გააკეთა იმდენი, რამდენიც 1990 წელს შეეძლო გაეკეთებინა ხორვატიისთვის. თუმცა ჩემი აზრით, სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რომელიც არის რეგიონში სწორედ იმ პროექტის დამსახურებაა რომელსაც ევროკავშირის გაერთიანება ჰქვია.

კერ-ლინდსი აცხადებს რომ, ევროკავშირის გაერთიანება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების იმედს კანდიდატ ქვეყანა სერბეთსაც აძლევს.
XS
SM
MD
LG