ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ვენესუელას დამატებით სანქციებს დაუწესებს


საპროტესტო აქცია კარაკასში, ვენესუელა

ვენესუელას ევროპის კავშირი ახალ სანქციებს უმზადებს. დამატებითი სანქციების სამიზნე ამჯერად ის ოფიციალური პირები იქნებიან, ვინც ადამიანთა წამებაში და ადამიანის უფლებების სხვა სახით დარღვევებშია ბრალდებული.

განცხადება დღეს ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. მოგერინის თქმით, მისი უწყება გაეროსთან თანამშრომლობს, რათა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხოდ, აიძულონ კარაკასი და განსაკუთრებით - ვენესუელის უსაფრთხოების ძალები, მეტად სცენ პატივი ადამიანის უფლებებს.

ევროკავშირმა ვენესუელას სანქციების პირველი რაუნდი 2017 წელს დაუწესა. მასში შედიოდა სანქციები 18 ოფიციალურ პირზე, ვისაც შეუჩერდა ევროპაში მიმოსვლა და გაეყინა საბანკო ანგარიშები. ასევე დაწესდა სავაჭრო ემბარგო იარაღზე და სანქციები შიდა რეპრესიებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG