ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპოლმა 2015 წლის ექსტრემიზმის ანგარიში გამოაქვეყნა


Europol
Europol

ევროკავშირის პოლიციის უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ტერორისტული თავდასხმების შედეგად ევროპაში დაღუპული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” შესაძლოა დასავლეთის ქვეყნებში თავდასხმების რაოდენობა გაახშიროს მის წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო ოპერაციის ფონზე.

ევროპოლის განცხადებით, 2015 წელს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შედეგად 151 ადამიანი დაიღუპა და 360 დაშავდა. ანგარიში ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირის ექვს ქვეყანაში აღკვეთილი იქნა 211 სავარაუდო თავდასხმა.

ევროპოლის ინფორმაციით, ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით დაკავებული იქნა 1,077 ადამიანი აქედან 424 საფრანგეთში. მათგან 94 პროცენტი სასამართლოებმა წაყენებულ ბრალში დამნაშავედ სცნეს.

XS
SM
MD
LG