ევროკავშირის ლიდერებმა ეგვიპტის მთავრობას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდეს.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ქეთრინ აშტონის განცხადებით მთავრობამ და ხალხმა ერთად უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა.
თავის მხრივ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერუნმა განაცხადა რომ ეგვიპტის მთავრობამ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მექანიზმი უნდა შეიმუშავოს.
ამასობაში ირანის სულიერმა ლიდერმა აითოლა ხამენიემ ეგვიპტელებს ისლმის აღორძინებისკენ და მუსლიმანური სახელმწიფოს ჩამოყალეიბებისკენ მოუწოდა.