ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელი და აფრიკელი ლიდერები მიგრანტების პრობლემას განიხილავენ


ევროპისა და აფრიკის ქვეყნების 60-ზე მეტი ლიდერი დღეს და ხვალ მალტაში შეხვედრებს მართავს მიგრანტების კრიზისზე უფრო ეფექტური რეაგირების ზომების შესამუშავებლად.

ევროკავშირის განცხადებით, სამიტი ყურადრებას იმ მიზეზებზე გაამახვილებს რომელთა გამოც ასობით ათასი ადამიანი ევროპაში ჩასასვლელად საკუთარ ქვეყანას ტოვებს. გარდა ამისა ლიდერები ისაუბრებენ იმაზე თუ როგორ გააუმჯობესონ მიგრაციის პროცედურები, მიგრანტების დაცვის მექანიზმები და აფრიკის ქვეყნებთან კოორდინაციის გაუმჯობესება იმ ადამიანების უკან დასაბრუნებლად, რომლებსაც თავშესაფარი არ ეკუთვნით.

XS
SM
MD
LG