ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიოპიის პრემიერი სექტემბერში მუშაობას გააგრძელებს


ეთიოპიის მთავრობა ადასტურებს, რომ პრემიერ მინისტრი მელეს ზენავი ჯანმრთელობის გამო შვებულებაშია

ეთიოპიის მთავრობის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული ქვეყნის ლიდერი ერთთვიანი გაუჩინარების შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა. პრემიერ მინისტრი მელეს ზანავი სექტემბერში საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდება.

ხუთშაბათს პრემიერ მინისტრმა ბრიტანულ გაზეთს "The Financial Times" ინტერვიუ მისცა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად კონტაქტი აქვს სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტთან, რომელთან ერთად აფრიკის კავშირსა და სუდანს შორის მოლაპარაკებებზე მსჯელობს.

ეთიოპიის მთავრობა ადასტურებს, რომ პრემიერ მინისტრი მელეს ზენავი ჯანმრთელობის გამო შვებულებაშია, თუმცა უარყოფს, რომ მკურნალობას ევროპაში გადის.

XS
SM
MD
LG