ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიოპიაში 5 ტურისტს კლავენ


ეთიოპიაში 5 ტურისტს კლავენ
ეთიოპიაში 5 ტურისტს კლავენ

ეთიოპიაში უცხოელ ტურისტებზე შეიარაღებულ თავდასხმას ჰქონდა ადგილი. დაღუპულია 5 და დაჭრილია ორი ადამიანი. ეთიოპიის ტელევიზიის განცხადებით, ერთი ადამიანი გადაურჩა თავდასხმას. ინციდენტი აფარის რეგიონში, ერითრეის საზღვართან მოხდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, თავდამსხმელები სავარაუდოდ ერითრეასთან კავშირში მყოფი მეამბოხეები იყვნენ. თუმცა ამ დრომდე არ ხმაურდება გარდაცვლილთა ეროვნება, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომ ისინი ევროპელები იყვნენ, ხოლო გარდაცვლილთა შორის რამდენიმე გერმანიის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთიოპიის საელჩოსთან არსებული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG