ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი დასრულდა


ეთიოპიის და ერითრეის მთავრობებმა ორშაბათს სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითაც აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხანგრძლივი კონფლიქტი ფორმალურად დასრულდა. ისტორიული ხელშეკრულება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ერითრეის დედაქალაქ ასმერაში დაიდო.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის სავაჭრო და დიპლომატიური კავშირები დამყარდება. საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილ ოჯახის წევრებს პირველად მიეცემათ საშუალება ერთმანეთს ტელეფონით მაინც დაუკავშირდნენ.

კონფლიქტი 1993 წელს დაიწყო, როცა ერითრეა, ყოფილი პროვინცია, ეთიოპიას გამოეყო. დაპირისპირებას დაახლოებით 70 ათასი ადამიანი შეეწირა. მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება პირველად 1998-2000 წლებში მოხდა, მაგრამ მისი შესრულება აქამდე ვერ ხერხდებოდა და საზღვარზე კონფლიქტი გამუდმებით გრძელდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG