ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მმართველიი პარტიის სკანდალში გახვევის შემდეგ, ესტონეთის ოპოზიცია მთავრობას ჩამოაყალიბებს


ესტონეთის პრეზიდენტმა მემარჯვენე-ცენტრისტულ „რეფორმის პარტიის“ ლიდერ კაია კალასს მთავრობის ჩამოყალიბება სთხოვა. პრეზიდენტმა ეს განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც პრემიერ-მინისტრი იური რატასი, უძრავი ქონების მშენებლობის გარშემო გამოძიების გამო გადადგა.

კალასის პარტიამ 2019 წლის არჩევნებში ხმების უდიდესი ნაწილი აიღო, თუმცა რატასის მანევრირების შედეგად, ვერ მოახერხა მთავრობის ჩამოყალიბება. "რეფორმის პარტიას" პარლამენტში მხარდაჭერა დასჭირდება. მომავალ მთავრობაში, სავარაუდოდ, რადიკალი მემარკვენე „ეკრე“ პარტია წარმოდგენილი არ იქნება.

კალასი, წარმავალი მთავრობის რეფერენდუმის იდეას აკრიტიკებდა, ქორწინების, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირად განსაზღვრაზე. რეფერენდუმის გეგმებზე, მიმავალმა მთავრობამ უარი თქვა.

კაია კალასი
კაია კალასი

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რატასის პარტია ეჭვმიტანილია ტალინში სამშენებლო პროექტთან დაკავშირბულ კორუფციაში. რატასი ბრალდებას უარყოფს. რატასმა გადაწვეტილება 13 იანვარს, პარტიის შეხვედრის შემდეგ მიიღო. პროკურორების ბრალდებით, პარტიამ სამშენებლო კომპანიას ქალაქის საკუთრებაზე გზის გაყვანის შესაძლებლობას დაპირდა, პარტიისთვის 1 მილიონი ევროს დონაციის განხორციელების სანაცვლოდ.

„მაშინ როცა სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება, მხოლოდ ეს გზა იყო სწორი“, - თქვა რატასმა.

რატასი ქვეყანას 2016 წლიდან მართავს. ის 2019 წლის არჩევნებში დამარცხდა. კალასის ცენტრისტულმა მემარჯვენე „რეფორმის პარტიამ" ხმების უმეტესი ნაწილი მიიღო. თუმცა რატასმა მოახერხა მთავრობის ჩამოყალიბება, მას შემდეგ რაც მემარცხენე პარტია „ცენტრთან“, კონსევარვატიულ „სამშობლოს“ პარტიასთან და „ეკრესთან“ კოალიცია შექმნა.

"ეკრეს" ლიდერები უკვე ორი წელია ესტონეთის მთავრობაში გაუგებრობებს იწვევენ. 2019 წლის დეკემბერში, ტალინმა ბოდიში მოუხადა ფინეთს, მას შემდეგ, რაც „ეკრეს“ პარტიის წარმომადგენელმა, ქვეყნის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს „გამყიდველი გოგონა“ უწოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი მართვის უნარები.

ამ თვეში კი ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნების შედეგები ლიტვაში და რუმინეთში, „ღრმა სახელმწიფოს“ გავლენის შედეგია. პარტია ასევე უარყოფს ამერიკის არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ ის გაყალბდა.

ესტონეთში შემდეგი საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მარტში გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG