ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთი იანვრიდან ევროზონის წევრი გახდება


ესტონეთი იანვრიდან ევროზონის წევრი გახდება
ესტონეთი იანვრიდან ევროზონის წევრი გახდება

ესტონეთი პირველი იანვრიდან ევროზონის წევრი მე-17 სახელმწიფო გახდება. ის ბალტიის პირველი ქვეყანა იქნება სადაც ევროს შემოიღებენ, თუმცა ევროპაში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისის დროს ბევრ ესტონელს ეს არც თუ ესე სასიხარულო ამბად მიაჩნია.

ამგვარი განწყობის მიუხედავად ტალინის ბანკები უკვე ევროს ხურდა ფულის დეფიციტს განიცდიან, რომელზეც მოთხოვნილება ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.

ევროზონაში გაწევრიანების პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებს ესტონელი პენსიონერი. მისი თქმით:“ ჩვენ ეს არ გვჭირდება. ევროს ბანკნოტები სრულიად განსხვავებულია, დიდი ზომისაა, მე მაგხელა საფულეც კი არ გამაჩნია. რა აზრი აქვს ამ ევროს შემოღებას, როდესაც ჩვენს სკოლებში ბავშვებს უფასო საუზმეც კი არა აქვთ.“

ევროზონაში შესვლასთან დაკავშირებით ესტონეთში საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ესტონელთა ნახევარს მიაჩნია რომ ევროს შემოღება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

როგორც ტალინელები ამბობენ:“ რა თქმა უნდა ფასები გაიზრდება. თუ იმასაც გავითვალიწინებთ რომ აქაური ხელფასი დიდად ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებელს, ეს განსხვავება საკმაოდ მტკივნეული იქნება.“

განსხვავებული აზრისაა ერთ-ერთი ესტონელი ქალბატონი:“ ეს ძალიან კარგია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მოგზაურობის დროს მათ აღარ დაჭირდებათ ვალუტის გადაცვლა.“

ესტონეთის მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება ევროზონაში გაწევრიანების მიმართ მთავრობის შეშფოთებას იწვევს, მაშინ როდესაც საკვებზე ფასები 5%-ით გაიზარდა. თუმცა ესტონელი ეკონომისტი ჰარდო პაჯულა მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა მარტო ევროსთან არ არის დაკავშირებული და სურსათზე ფასების გაზრდა ამ ზაფხულს რუსეთში დამდგარმა არნახულმა სიცხეებმა გამოიწვია.

ევროპელი ეკონომისტების აზრით ესტონეთში ევროზე გადასვლის პროცესი განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ახალი წლის პირველი ორი კვირის მანძილზე.

XS
SM
MD
LG