ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ცვლილებების მოლოდინია


ირანის ახალი პრეზიდენტი თავის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად აგვისტოდან შეუდგება

რთული ეკონომიკური სიტუაციის და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოქმედებების შესახებ საერთაშორისო მუქარის მიუხედავად, ირანელები არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის-ჰასან როჰანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ისევ აღტაცებულები არიან.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანის გამარჯვების შემდეგ სადღესასწაულო კადრებს გახარებული ამომრჩევლები ტელეფონით იღებდნენ.
ამ ქვეყანაში ბოლო დროს დაწესებული ინტერნ-შეზღუდვების მიუხედავად ამ ვიდეოების გავრცელების მიზნით ირანელები მათ ამერიკის ხმის სპარსულ განყოფილებას უგზავნიდნენ.

მოსახლეობაში გამარჯვებით დამდგარი ეიფორია სახელმწიფო ტელევიზიებმაც გადასცეს საკუთარი ტელე-ეთერით.

ჩვენ ბედნიერები ვართ, ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი, წარმოუდგენელი სიხარულია.

ამერიკის ხმის სპარსული განყოფილების სადისკუსიო პროგრამის მონაწილეების თქმით, ირანელი ხალხის უმრავლესობა იმედით არის აღვსილი.

ამერიკის ხმის სპარსული განყოფილების წამყვანი მედი ფალაჰატი: მოსახლეობის თქმით, ეს იყო ერთადერთი არჩევანი იმისათვის, რომ არსებული ხელისუფლების რეფორმირების მოთხოვნა გაჩენილიყო, და ცვლილებები დაიწყოს მთავრობაშიც და საზოგადოებაშიც.

თუმცა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ამისათვის დრო ჯერ არ აქვს.
ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში რომელიც ამერიკის ხმის რედაქციას გამოუგზავნეს ჩანს, რომ შეკრებილი მოსახლეობა არა როჰანის, არამედ რეფორმატორი ლიდერის ჰუსეინ მუსავის სახელის სკანდირებას ახდენს. იგი ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება. რეფორმატორთა დიდი ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვს.

მედი ფალაჰატი: როჰანის ამ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, და ამის გამო შესაძლოა ის ამომრჩევლები დაკარგოს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მას დაუჭირეს მხარი-ადამიანები რომლებმაც მას ნდობა გამოუცხადეს.

თუმცა მაშინაც კი, როცა როჰანი აგვისტოში ოფიციალურად შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობას, მას უფლებები მაინც შეზღუდული ექნება. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი-ხამენეი ღებულობს.
XS
SM
MD
LG