ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დამცველები ამერიკის საზღვარზე კედლის აგების წინააღმდეგი არიან


მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების იდეა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ინიციატივას აქამდე ძირითადად უფრო მრავალმილიარდიანი ბიუჯეტის გამო აკრიტიკებდნენ. ტეხასში მდებარე რიო გრანდეს ველის რეგიონში, რომელიც კედლის ასაგებად “უმაღლეს პრიორიტეტად” არის მიჩნეული, ამბობენ, რომ ადგილობრივებს ის გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც ძალიან ძვირი დაუჯდება.

სამხრეთ ტეხასის გარემოს დამცველები კედლის აშენებას დაახლოებით 10 წლის წინ, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს ეწინააღმდეგებოდნენ.

ეკოლოგი ალეხანდრო ფიერო ამბობს, რომ რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან ფაუნის წარმომადგენლები, რომელიც ისედაც გადაშენების გზაზე არიან, რადგან მაღალი ბარიერის გადალახვას მხოლოდ ჩიტები თუ შეძლებენ. გარემოს დამცველების აზრით, რისკი განსაკუთრებით გაიზრდება ტროპიკული შტორმების დროს.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG