ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნის საგადასახადო წარსული


ობამას საარჩევნო შტაბი რესპუბლიკური კამპანიის ორგანიზატორებისგან, მიტ რომნის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გასტუმრებული გადასახადების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანია მთელს ყურადღებას ამახვილებს რესპუბლიკელების კანდიდატის მიტ რომნის საგადასახადო წარსულზე.
ობამას საარჩევნო შტაბის მენეჯერი ჯიმ მესინა რესპუბლიკური კამპანიის ორგანიზატორებს მოუწოდებს ინფორმაცია გაავრცელოს მიტ რომნის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გასტუმრებული გადასახადების შესახებ.

მიტ რომნიმ გუშინ განაცხადა, რომ ათი წლის განმავლობაში მან შემოსავლის 13 პროცენტი გაიღო გადასახადებში. რომნის საარჩევნო შტაბის მეთაურმა საპასუხოდ თქვა, რომ პრეზიდენტს ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები უნდა აინტერესებდეს, დასაქმების, და ეკონომიკური განვითარების ჩათვლის.
XS
SM
MD
LG