ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში არჩევნების მეორე რაუნდი ინიშნება


იმის გამო, რომ კანდიდატებმა მოსახლეობის უმრავლესობის ხმა ვერ მოიპოვეს, ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი 14 ივნისს ჩატარდება

ავღანეთის საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს. ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა -აბდულა აბდულამ- 45 პროცენტი, აშარაფ განიმ -მსოფლიო ბანკის ყოფილმა ეკონომისტმა- კი ხმების 32 პროცენტი მოიპოვა.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი გაიმართება, რომელიც 14 ივნისს დაინიშნა. ქვეყნის მოსახლეობა არჩევანს ამჯერად მხოლოდ პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის გააკეთებს. მესამე ადგილზე გასული -ზალმაი რასული- კონკურენტებს საკმაოდ ჩამორჩებოდა. მან საკუთრ ამომრჩევლებს მოუწოდა მეორე ტურზე მხარი აბდულა აბდულასთვის დაეჭირათ.

მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი ქვეყნის ახლანდელ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ჩაანაცვლებს. ის ავღანეთს ბოლო 13 წელია მართავს.
XS
SM
MD
LG