ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების დღე შეერთებულ შტატებში


არჩევნები შეერთებულ შტატებში განსხვავებულად ტარდება, რომელიც ერთიანი საარჩევნო ხმის მიცემის პროცესს არ ექვემდებარება

შეერთებულ შტატებში არჩევნები ყოველთვის ნომებრის პირველი კვირის სამშაბათს იმართება. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ამერიკელები საკუთარ არჩევანს აკეთებენ, თუ ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი.

ამერიკის კონსტიტუცია მოქალაქეთა უფლებების დამცველია, თუმცა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, მარკ რომის თქმით, ხმის მიცემა ერთ-ერთი მათგანი არ არის:

„არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ერთგავრად, მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავს; საარჩევნო მოთხოვნები შტატების მიხედვით განისაზღვრება და სწორედ ამიტომ, შტატები, მეტ-ნაკლებად, საკუთარ სტანდარტებს აწესებენ ამ შემთხვევაში."

არჩევნებში მონაწილეობის უფლება ამერიკის ყველა იმ მოქალაქეს აქვს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

„შეერთებული შტატების ორმოცდაათივე შტატში არჩევნების დაწყებისა და დამთავრების დრო, რეგისტრაციის პროცესი, ხმის მიცემის ადგილი და ასევე დაუსწრებლად ხმის მიცემის პროცესიც განსხვავებულია - ყველა ამ დეტალსაც არა ფედერალური კანონი, არამედ შტატი განსაზღვრავს," - განმარტავს პროფესორი რომი.

დაუსწრებლად ხმის მიცემის პროცესს ის ადამიანები მიმართავენ, რომლებიც არჩევნების დღეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფებიან. ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან სამხედრო პირები.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ შტატების ორ მესამედში, ამერიკელებს უფლება აქვთ საკუთარ პოზიცია არჩევნებამდე ადრე დააფიქსირონ.

არჩევნებში მონაწილოების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც ფოტოსურათი იქნება გამოსახული. მას შემდეგ, რაც მოქალაქეები შტატების მიხედვით საკუთარ არჩევანს გააკეთებენ, გადამწყვეტი სიტყვა საარჩევნო კოლეგიას ენიჭება. კოლეგია 538 წევრისაგან შედგება, კანდიდატის გასამარჯვებლად კი 270 ხმაა საჭირო.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, დენის ჯონსონის თქმით, ყველაზე რთული სწორედ ამ 270 ხმის მოპოვებაა და ამიტომაც, დროის უმეტეს ნაწილს, საპრეზიდენტო კანდიდატები იმ ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატებში ატარებენ, რომლებსაც საარჩევნო კოლეგიაში კანდიდატის გამარჯვება შეუძლია გადაწყვიტონ.
XS
SM
MD
LG