ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ-ში კონგრესის არჩევნებია


დღეს აშშ-ში კონგრესის არჩევნებია

აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარმომადგენელთა პალატის ყველა 435 ადგილისა და სენატის 100 -დან 37 საკმისთვის იბრძვიან. ზოგიერთ შტატში პარალელურად საგუბერნატორო არჩევნებიც ჩატარდება.

წლევანდელი საარჩევნო მარათონი ძალზედ დაძაბულად მიმდინარეობდა. კრიტიკის სამიზნე ხშირად პრეზიდენტი გახლდათ , რომლის მიმართაც უხეშ გამონათქვამებსაც თავად მისი პარტიის წევრებიც არ იშურებდნენ.

საზოგადოებრივი აზრის უკანასკენლი გამოკითხვები რესპუბლიკელთა წარმატებებს წინასწარმეტყველებენ, როგორც წარმომადგენელთა პალატის ისე სენატის არჩევნებში.

„ნეიშენალ ჯორნალის“ წარმომადგენელის რეიდ ვილსონის განცხადებით:

- უკვე მესამე არჩევნებია ელექტორატი თავის სიბრაზეს ვერ მალავს.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, იმ ფაქტს რომ ამომრჩეველი უკმაყოფილოა მთავრობის გაბერილი კადრებით, ეკონომიკური კრიზისით და ობამას ადმინისტრაციის ჯანდაცვის რეფორმით, ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური ცენტრის ექსპერტი ლარი საბატო ამის თაობაზე შემდეგს აცხადებს:

- მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვა შეერთებული შტატების ეკონომიკის 17% ს შეადგენს, ამ პრობლემაზე ამდენი დროისა და ყურადღების დათმობა , ამერიკელთა უმრავლესობის აზრით მთავარი თემიდან - ეკონომიკური კრიზისიდან ერთგვარი ყურადღების გადატანაა.

მოსახლეობის ასეთმა განწყობამ ე.წ. ჩაის სმის მოძრაობის პოპულარობას შეუწყო ხელი . ეს მოძრაობა ჯანდაცვის რეფორმის, მაღალი გადასახადებისა და მთავრობის გაბერილი კადრების წინააღმდეგ გამოდის. მოძრაობის წევრები არჩევენბში რესპუბლიკური პარტიის სახელით იყრიან კენჭს.

ნევადის შტატში ყველაზე დაძაბული დაპირისპირება სენატის უმრავლესობის ლიდერს ჰარი რიდსა და შარონ ენგლს შორის მიმდინარეობს. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ჰარი რიდს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლებისა და ბანკების მიერ უძრავი ქონების ჩამორთმევის ფაქტების სიმრავლეს აბრალებენ.

დელავერის შტატში კიდევ ერთი ჩაის სმის მოძრაობის ფავორიტი კრისტი ოდონელი სენატის ადგილისთვის იბრძვის. პრაიმერში მან მანამდე 9 ჯერ გამარჯვებული წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კანდიდატი დაამარცხა და პარტიის ნომინიციაც დაიმსახურა. მისი მეტოქე კრის კუნსია, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ დაკავებული სენატის სკამისთვის შეერკინება კრისტი ოდონელს.

კენტუკის შტატში ასევე ჩაის სმის მოძრაობის წევრი რანდ პოლი დემკრატ ჯაკ კონვეის გაუწევს პაექრობას.

რაც შეეხება ალასკას, იქ ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სარა პალინი აქტიურადაა ჩაბმული საარჩევნო კამპანიაში , ამჯერად ის ჯო მილერს უცხადებს მხარდაჭერას:

- ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ რათა ჯო მილერი შეერთებული შტატების სენატში მოხვდეს.

სარა პალინის ჩაის სმის მოძრობის კანდიდატს ჯო მილერს, ჯერ კიდევ პრაიმერიში დაეხმარა რესპუბლიკელი სენატორის ლისა მარკოვსკის დამარცხებაში.

ჰერიტიჯის ფონდის წარმომადგენლის მაიკალ ფრენკის განცხადებით

- ჩვენ მოწმენი ვხდებით კონგრესში მესამე პარტიის ჩამოყალიბებისა. რესპუბლიკელებმა ამ ენერგიული ახალი ძალის საკუთარ მმართველობაში მოქცევის გზა უნდა გამონახონ, რათა უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში მათ ეფექტური მუშაობა შეძლონ.

რესპუბლიკელებს 39 ადგილი სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მოიპოვონ. ხოლო 10 დამატებითი სენატის ადგილი მათთვის საკმარისია, რათა სენატში დაწინაურდნენ, რაც პრეზიდენტ ობამას მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს შეუქმნის.

XS
SM
MD
LG