ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეიფელის კოშკის ევაკუაცია


შაბათს, ორი საათის განმავლობაში ფრანგულმა პოლიციამ ეიფელის კოშკიდან 1400 ადამიანს ევაკუაცია მოუხდინა. მიზეზი ანონიმური ზარი გახდა, რომელიც ბომბის შესახებ იტყობინებოდა.

კოშკი დამთვალიერებლისთვის მას შემდეგ გაიხსნა, რაც ძალოვანების მიერ ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს.

საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ბოლო კვირებში გამკაცრდა კონტრტერორისტული ზომები, რაც საფრთხეების შესახებ მზარდ შეშფოთებას უკავშირდება. ეს რისკები საფრანგეთის სამხედროების მალის ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეიქმნა.

სიმაღლეში 324 მეტრიანი კოშკი ერთერთი ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობაა ტურისტებისათვის მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG