ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკიდან მიდის


ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ეჰუდ ბარაკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ეჰუდ ბარაკი

70 წლის მინისტრი, რომელიც წარსულში ისრაელის პრემიერ მინისტრიც იყო აცხადებს, რომ „დაიღალა პოლიტიკით“

დღეს, ყველასათვის მოულოდნელად, ბარაკმა განაცხადა, რომ იანვარში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და თანამდებობაზე მანამ დარჩება, ვიდრე ახალი კაბინეტი არ შეიქმნება.

70 წლის მინისტრი, რომელიც წარსულში ისრაელის პრემიერ მინისტრიც იყო აცხადებს, რომ „დაიღალა პოლიტიკით“ და ახლა სურს უფრო მეტი დრო ოჯახს დაუთმოს.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ნებიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ბარაკის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მას მადლობა გადაუხადა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.
XS
SM
MD
LG