ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება


ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება

ქვეყნის მმართველობა სამოქალაქო პირების ხელში მას შემდეგ გადავა, რაც ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ასეთი გადაწყვეტილება ეგვიპტის მმართველმა უმაღლესმა სამხედრო საბჭომ მიიღო. პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ, ეს ქვეყნისთვის პირველი არჩევნები იქნება. სამხედრო საბჭოს განცხადებით ეგვიპტეში არჩევნებთან ერთად ასევე გაუქმდება საგანგებო კანონი, რომელიც 1981 წლს შემოიღეს პრეზიდენტ მუბარაქის მმართველობის დამყარებისთანავე. ეგვიპტის სამხედრო საბჭოს განცხადებით, ქვეყნის მმართველობა სამოქალაქო პირების ხელში მას შემდეგ გადავა, რაც ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG