ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომარ სულეიმანი გარდაიცვალა


როგორია ეგვიპტეში უსაფრთხოების სამსახურის როლი
როგორია ეგვიპტეში უსაფრთხოების სამსახურის როლი

ეგვიპტის დაზვერვის ყოფილი შეფი აშშ-ის საავადმყოფოში მკურნალობდა

76 წლის ასაკში ეგვიპტის ყოფილი დიქტატორის ჰოსნი მუბარაქის მთავრობის დაზვერის შეფი ომარ სულეიმანი გარდაიცვალა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „მენა“ იუწყება, ის ხუთშაბათს შეერთებული შტატების საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სააგენტო სხვა დეტალებს არ ავრცელებს. სულეიმანი რევოლუციის დროს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ის ეგვიპტის დაზვერვას დაახლოებით ოცი წელი ხელმძღვანელობდა. სულეიმანს საპრეზიდენტო არჩევნებშიც სურდა მონაწილეობა, თუმცა საარჩევნო კომისიამ ხელმოწერების გაყალბების გამო უარი უთხრა.
XS
SM
MD
LG