ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება


არმიის მეთაურები ოპოზიციას სთხოვენ თავი სამხედრო დაწესებულებებისგან შორს დაიჭირონ

ეგვიპტეში ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ დღეს საღამოს კიდევ ერთხელ გამოვიდნენ მიტინგზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შენობებთან იგეგმება.

მორსის მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფები აქციას სამშაბათსაც გამართავენ, სახელწოდებით „მილიონი ადამიანის მარში“ რომელზეც ახლანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო ეგვიპტელები „საკუთარი თავისუფლების და ღირსების აღდგენის მოთხოვნით“ გამოვლენ.

არმიის მეთაურები ოპოზიციას სთხოვენ თავი სამხედრო დაწესებულებებისგან, განსაკუთრებით კი -დაზვერვის უწყების შენობისგან- შორს დაიჭირონ. მათი სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ნაგებობებს მიუახლოვდება, თავს საფრთხეში ჩაიგდებს - აცხადებს ეგვიპტის არმიის ხელმძღვანელობა.

ქაიროში ამჟამად კეტრინ ეშტონი იმყოფება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე კეტრინ ეშტონის მეორე ვიზიტია. ის ქაიროში მოლაპარაკებებს ეგვიპტის გარდამავალი ხელისუფლების ლიდერებთან მართავს.
XS
SM
MD
LG