ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში დაპირისპირებას 6 ადამიანი შეეწირა


ექსპრეზიდენტ მორსის და მის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები დღესაც გრძელდება

პრეზიდენტის მიერ ძალადობისგან თავშეკავების მოწოდების მიუხედავად, ეგვიპტეში ექსპრეზიდენტ მორსის მხარდამჭერებს და მის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები დღესაც გაგრძელდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქაიროს უნივერსიტეტთან მომხდარ დაპირისპირებაში სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა. მხარეებს შორის გუშინდელ შეტაკებაში კი - 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს გარდამავალ პერიოდში მთავარ პრიორიტეტად სექტარული დაპირისპირების და რელიგიური ნიშნით ჩადენილი ძალადობის აღმოფხვრა აქციოს. საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებით გამოყოფს ექსპრეზიდენტ მორსის გადაყენების შემდეგ ქრისტიან ეგვიპტელებზე განხორციელებულ იერიშებს. უფლებადამცველების განცხადებით, ინციდენტები სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული და პოლიტიკურმა ლიდერებმა „საჯაროდ უნდა დაგმონ სექტარული იერიშების საშიში ესკალაციის“ ტენდენცია.
XS
SM
MD
LG