ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ოპოზიცია დიალოგისთვის მზადაა


ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა გააპროტესტა პრეზიდენტ მორსის მოწოდება ეროვნული დიალოგისკენ

ორშაბათს ქაიროში პოლიციას და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მორსიმ სამ პროვინციაში 30 დღიანი საგანებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დემონსტრაციის მონაწილეებმა საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპროტესტო აქციები მაინც გამართეს.

ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა გააპროტესტა პრეზიდენტ მორსის მოწოდება ეროვნული დიალოგისკენ, რომელიც დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ისახავს მიზნად.

ოპოზიციის ლიდერმა მოჰამედ ელბარადეიმ ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხარე მზადაა დიალოგისთვის, თუმცა არა იმ მიმართულებით, რომელიც ორ მხარეს შორის დისკუსიას ჩიხში შეიყვანს.
XS
SM
MD
LG