ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტემ დემონსტრანტების დარბევა არ გარისკა


ანალიტიკოსების აზრით, ქაიროში ხელახალი სისხლისღვრა გარდამავალ მთავრობას ძვირი დაუჯდებოდა

ეგვიპტეში ანტისამთავრობო მიტინგები გრძელდება. ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მთავრობის მუქარის მიუხედავად, ისინი საპროტესტო ბანაკებს არ დაცლიან. მათ მთელი ორშაბათი ღამე აქციაზე გაატარეს.

საბა მაჰმუდი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ მთავრობამ ბოლო მომენტში ბანაკის ძალადობრივი დაშლისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ ეს ნაბიჯი მას „პოლიტიკურად ძალიან ძვირი დაუჯდებოდა“. ეგვიპტის ოპოზიცია ისედაც უკიდურესად დაუძლურებულია. მუსლიმთა საძმო საზოგადოებაში არამარტო პოლიტიკურ, არამედ 40 წლის ნაშენებ სოციალურ პლატფორმას და ფინანსურ ბერკეტებსაც კარგავს. პარტიის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენლის დაპატიმრების შემდეგ, მათი ანგარიშებიც გაიყინა.

ექსპრეზიდენტ მორსის სასამართლომ დაკავების ვადა 15 დღით გაუგრძელა. ეგვიპტის ხელისუფლება არჩევნებში პალესტინის სამხედრო დაჯგუფება ჰამასის კვალს ხედავს და ორგანიზაციის მიერ ექსპრეზიდენტისთვის გაწეულ დახმარებას იძიებს. ეგვიპტის დროებითი მთავრობა კონსტიტუციის რეფორმირებას და მომავალი წლისთვის ახალი არჩევნების დანიშნვას გეგმავს.
XS
SM
MD
LG