ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის განცხადება


აბდელ ფატა ელ სისის განცხადებით, ქვეყანა არ გადაუხვევს იმ გზიდან, რომელსაც არმია უჭერს მხარს

ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა დემონსტრაციები გამართოს არმიის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც „ძალადობისა და ტერორიზმის“ წინააღმდეგაა მიმართული. ეს ნაბიჯი შესაძლებელია იმაზე მიანიშნებდეს, რომ განდევნილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსის მხარდამჭერების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გადადგმაა მოსალოდნელი.

თავდაცვის მინისტრი აბდელ ფატა ელ სისი სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას სიტყვით დამოვიდა:

„თითოეულ პატიოსან და სანდო ეგვიპტელს ვთხოვ მომდევნო პარასკევს ქუჩაში გამოვიდეს. ამას იმიტომ გთხოვთ, რომ თქვენგან მივიღო მანდატი იმისთვის, რომ ძალადობას და პოტენციურ ტერორიზმს დავუპირისპირდეთ.“

მან დასძინა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს იმ გზიდან, რომელსაც არმია უჭერს მხარს და რომლის თანახმადაც ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები ექვს თვეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG