ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ეგვიპტეს სტუმრობს


შეერთებული შტატები ეგვიპტეს, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ასეულობით მილიონი დოლარის დახმარებას აღმოუჩენს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეგვიპტეში ჩავიდა, სადაც ის ამ ქვეყნის ახლად არჩეულ ისლამისტ პრეზიდენტს მუჰამედ მორსის შეხვდება.

ქალბატონი კლინტონი ქაიროში აბუ დაბიდან ჩაფრინდა. ქალაქ ალექსანდრიაში ის შეერთებული შტატების საკონსულოს მუშაობის აღდგენას გეგმავს.

შეერთებული შტატები ეგვიპტეს, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის ასეულობით მილიონი დოლარის დახმარებას აღმოუჩენს. ვაშინგტონში დაბრუნებამდე ჰილარი კლინტონი ისრაელში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG