ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა


მუჰამედ მორსი ქაიროში რეგიონის ოთხი წამყვანი სახელმწიფოს შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა

ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მორსის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა უახლესი წარსული უნდა გაიხსენოს და სანამ გვიან არ არის გადადგეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სირიას ტერორისტული სახელმწიფო უწოდა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს.

ქაიროში გამართული არაბული ლიგის შეხვედრაზე ეგვიპტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის კრიზისის მოგვარებაზე პირველ რიგში არაბულმა სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ და კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის მთავრობას რეფორმების გატარებისკენ.

მუჰამედ მორსი სირიის კრიზისთან დაკავშირებით ქაიროში რეგიონის ოთხი წამყვანი სახელმწიფოს შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, რომელთა შორის ეგვიპტის გარდა, თურქეთი, საუდის არაბეთი და ირანი არიან.
XS
SM
MD
LG