ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში აფეთქებები მოხდა


თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რასაც სულ ცოტა ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

გამოძიების ინფორმაციით, მანქანაში დამონტაჟებული ერთ-ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი შენობის მანხლობლად ააფეთქა.

რამდენიმე საათის შემდეგ, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ნილოსის მდინარის ნაპირთან მდებარე მეტროს სადგუზე. ამ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე პოლიციელი დასავდა.

მესამე თავდასხმა გიზაში მოხდა. საბედნიეროდ მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმების ორგანიზატორები ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის ისლამისტი მხარდამჭერები არიან.
XS
SM
MD
LG