ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი დიპლომატები მუსლიმთა საძმოს წევრებს ხვდებიან


ამერიკელი დიპლომატები მუსლიმთა საძმოს წევრებს ხვდებიან
ამერიკელი დიპლომატები მუსლიმთა საძმოს წევრებს ხვდებიან

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ორი დიპლომატი ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს ლიდერს შეხვდა. თუმცა, დიპლომატებს წარუმატებლობა ხვდათ ალ-ნურის პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პერსსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა დაადსტურა სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის ქაიროში შეხვედრა მუჰამედ მურსთან. პრესსპიკერის განცხადებით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების დაცვისა და რელიგიური ტოლერანტობის საკითხების განხილვა.

მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში, ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ორგანიზაციაა.

XS
SM
MD
LG