ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროს ქუჩებში ეგვიპტელი აქტივისტები პოლიციის უუნარობას აპროტესტებენ, რის შედეგადაც ვერ მოხერხდა სტადიონზე მომხდარი შეტაკების აღკვეთა. გუშინ ეგვიპტეში, ქალაქ პორტ-საიდში საფეხბურთო მატჩის დროს გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 74 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პოლიციამ არაფერი იღონა ძალადობის აღსაკვეთად, იმ დროს როდესაც ზოგიერთმა გულშემატკივარმა სტადიონზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანაც კი მოახერხა.

XS
SM
MD
LG