ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილება


სასამართლომ 21 ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ფეხბურთის მოედანზე მომხდარი არეულობის ორგანიზების გამო

ეგვიპტის სასამართლომ 21 ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ფეხბურთის მოედანზე მომხდარი არეულობის ორგანიზების გამო, რომლის დროს 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კიდევ ხუთ კაცს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, 20 ადამიანმა კი ნაკლები სასჯელი მიიღო, მათ შორისაა ქალაქ პორტ საიდის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებიც 15 წლით ჩასვეს ციხეში.
პორტ საიდის სტადიონზე ხოცვა-ჟლეტა ქაიროს ალ-აჰლის და პორტ საიდის ალ-მასრის გუნდებს შორის გამართულ ფეხბურთის მატჩს მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ზეიმით შეხვდნენ ქაიროს გუნდის გულშემატკივრები, რომლებმაც ამ მოვლენის აღსანიშნავად პოლიციას და ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
XS
SM
MD
LG