ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის მთავრობა: რუსულ თვითმფრინავზე ტერორისტული თავდასხმა არ დასტურდება


ეგვიპტის მთავრობამ 31 ოქტომბერს ჩამოვარდნილ რუსულ თვითმფრინავზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შესწავლის შემდეგ გამოძიებამ ტერორიზმის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვა.

სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრიივანის ჩამოვარდნის მიზეზების დასაზუსტებლად გამოძიება გრძელდება.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG