ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპროვიზირებული მუზეუმი ეგვიპტეში


მუზეუმი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციურ მოვლენებს ასახავს

ეგვიპტელმა აქტივისტებმა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად იმპროვიზირებული მუზეუმი შექმნეს, სადაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციური მოვლენებია ასახული.
ოპოზიციის საპროტესტო აქციები პრეზიდენტის სასახლესთან დღესაც გრძელდება. თუმცა აქ, ეგვიპტის რევოლუციის მუზეუმთან, ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ქუჩაში გამოფენილი ექსპოზიცია დაათვალიეროს.
როგორც მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვაელ აბუ ელ-ლეილი ამბობს:’’ აი ეს ის ადგილია, როცა პირველი დღეს პოლიციელებმა ხალხზე მიიტანეს იერიში. ეს კი აქლემებით, რომ შემოვარდნენ ის სურათებია.“
ვაელ აბუ ელ-ლეილი ძალზე ამაყობს თავისი კოლექციით, რომლის დათვალიერება ნებისმიერ ეგვიპტელს შეუძლია.
მისი თქმით:“ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ფეისბუქის და თვითერის გამოყენების საშუალება ყველა ეგვიპტელს ჰქონდეს. ამჟამად ეგვიპტელთა მხოლოდ 80%-ს შეუძლია ამით სარგებლობა. ჩვენ გვყავს ჩვენი დიზაინერი, აქ ყველას შეუძლია მოვიდეს და თავისუფლად ისარგებლოს ინტერნეტით.“
მუზეუმის ყველაზე ტრაგიკული ექსპონატია ელ-ჰუსეინ აბუ დაიფის პორტრეტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, მუსლიმთა საძმოს წარმომადგენლებთან შეტაკების დროს.
ვაელ აბუ ელ-ლეილის განცხადებით: "ის ჩემთვის ძმასავით იყო. ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა. ფილმებს იღებდა. ჰუსეინი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მაგრამ მისი ხსოვნა მარადიულია, ჩვენ გავაგრძელებთ მის საქმეს და თუ საჭირო იქნება შევეწირებით კიდეც.“
ვაელ აბუ ელ-ლეილის მსგავსი ლიბერალი აქტივისტებისთვის რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა და მათ მიერ დაარსებული მუზეუმის კოლექციაც ახალ-ახალი ექსპონატებით ივსება.
XS
SM
MD
LG