ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქი კომიტეტებს ქმნის


მუბარაქი კომიტეტებს ქმნის

ეგვიპტეში კვლავ რთული ვითარებაა შექმნილი. უკვე მესამე კვირაა ქვეყანაში პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დღეს თაჰრირის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ახალი ბრძოლებისთვის და მათ კიდევ ახალი ძალები შეემატებიან.

ამავდროულად, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მთავრობამ სამი კომიტეტი შექმნა, რომლებმაც დემოკრატიული რეფორმები უნდა განახორციელონ. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა მუბარაქმა ერთი კომიტეტი კონსტიტუციური რეფორმის გასატარებლად, ხოლო მეორე კი პირველის საქმიანობის მონიტორინგისთვის შექმნა. ასევე ჩამოყალიბდა მესამე კომიტეტი, რომელიც გასულ კვირას ქაიროში პრეზიდენტის მომხრეებსა და ოპოზიციას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოიძიებს.

XS
SM
MD
LG